ზუგდიდში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 58-ზე დადებითი პასუხია.

აქედან 36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 21 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 15-ზე კი მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა.

3 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ორი უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო ერთი კი ახალი შემთხვევაა.

4 შემთხვევა გვაქვს ფოთში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო სამზე კი მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს დადგენა.

5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

5 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, ხუთივე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

თითო შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში და სენაკში, რომელიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანტინე სივრცეში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

2 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან.

გამოვლენილი ინფიცირებულებიდან არიან, ზუგდიდის 17 ბაღის აღმზრდელი და ფოთის 6 ბაღის აღმზრდელი, ასევე ხობის სოფელი პირველი მაისის საჯარო სკოლის 2 პედაგოგი და 1 მოსწავლე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 25 პირი.

ფოთის კლინიკიდან გაეწერა 12 პაციენტი მათგან 4- ფოთის მაცხოვრებელია, 3 გურიის რეგიონიდანაა და 5- აჭარის რეგიონიდანა.

რუხის კლინიკიდანა გაეწერა 13 პაციენტი მათგან 7 ზუგდიდელია, 1 ფოთის მაცხოვრებელია, 4 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა და 1 ხობის მაცხოვრებელია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 232 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!