ზუგდიდში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 301 ნიმუშის, ხოლო სენაკის ლაბორატორიაში 110 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა.
“მათგან გვაქვს 10 დადებითი პასუხი. აქედან 5 შემთხვევა ეკუთვნის ოკუპირებულ საბერიოს, 2 არის ფოთის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 შემთხვევა გვაქვს ზუგდიდში, მათგან ერთი არის ორი დღის წინ დადასტურებული დარაჯის კონტაქტი, მეორე კი რუხის მოსწავლის კონტაქტია (მისი ოჯახის წევრია). რაც შეეხება მეათე ინფიცირებულს ის ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, რომელიც ხობში რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”.
მალხაზ თორიას განმარტებით, სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 159 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 71 კოვიდ პაციენტი, აქედან 8-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 24 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 130 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!