ზუგდიდში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 256 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 26 -ზე დადებითი პასუხია.
აქედან 11 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან ათი უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო ერთი კი ახალი შემთხვევაა და ის რუხის კლინიკაში ცხელებით შესული პაციენტია.
1 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, როემლიც უკვე დადასტურებულის კონტაქტია.
2 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათგან 1 ტექსტილის კონტაქტია, ხოლო მეორე ახალი შემთხვევაა და ის ცხელებით იმყოფებოდა კლინიკა „სენამედში“.
10 შემთხვევა გვაქვს სენაკში, მათ შორის 7 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, ხოლო 3-ის ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან 1 აჭარა ტექსტილს უკავშირდება, ხოლო მეორე კი ახალი შემთხვევაა და მისი ინფიცირების წყაროს დადგენა მიმიდინარეობს.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 96 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 37 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 11 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 6 პაციენტი, მათგან 4 იმერეთის რეგიონიდან არის, 1 ფოთის მაცხოვრებელია და 1 გურიის რეგიონიდანაა.
რუხის კლინიკიდანა გაეწერა 5 პაციენტი, მათგან 4 ზუგდიდელია და 1 გალის მაცხოვრებელია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 159 ადამიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!