- ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ მედიასაშუალებებთან საუბარში განაცხადა, რომ პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს საღამოს მიიღეს. “რაც შეეხება პაციენტის ზოგად მდგომარეობას, მას ტემპერატურა აღენიშნება თუმცა სტაბილურადაა”.
დეტალების დაზუსტება “ზუგდიდელებმა” ნანა ოდიშარიასთან ტელეფონით სცადა, მაგრამ მან ჩვენს ზარს არ უპასუხა. ჩვენი ინფორმაციით, მან ამ თემაზე არც სხვა სააგენტოების ზარებს უპასუხა.