ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა სტაბილურია


  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პესსამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას აღენიშნება ცხელება და ხველა. არის სუნთქვის უკმარისობის პრობლემაც.

“პაციენტს უტარდება შესაბამისი კვლევები, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი მდგომარეობაც სტაბილურია და მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი. ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევები და პაციენტთა მომართვიანობა გუშინდელი დღის მერე არ დაფიქსირებულა”.-ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის მიერ მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.

საავადმყოფოში ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ ორი პაციენტი რჩება. ორივეს კორონავირუსი დაუდასტურდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!