- ზუგდიდში, საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი ”არტკოლხი” დაიწყო.
ზუგდიდს უკვე ესტუმრნენ ლიეტუას, პოლონეთის, ფინეთის, ყაზახეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, სომხეთის, ირანის წარმომადგენლები.
კონკურს-ფესტივალი 30 ივნისამდე გაგრძელდება.
ფესტივალ-კონკურსი 2015 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია კულტურისა და ხელოვნების გზით ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ტურიზმის პოპულარიზაცია.