- დღეს, ზუგდიდში იუსტიციის სახლის დასავლეთ რეგიონის სატელეფონო ცენტრი გაიხსნა.
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრის გახსნა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში, ისე სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაში.
უწყების ცნობით, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს უწევს კონსულტაციას.