- დღეს, ზუგდიდში, მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას.
ინფორმაციისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ არის ეფექტური.