ზუგდიდში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


  • ზუგდიდში, თამარ მეფის, ჭავჭავაძისა და სანქტ-პეტერბურგის ქუჩებზე  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე  ბესიკ ჭეჟია და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ.

პროექტი ეზოების კეთილმოწყობას, გამწვანებას, სანიაღვრე არხების, სკამების,  საჩრდილობლების, გარე განათების მოწყობასა და სხვა სახის  სამუშაოებს ითვალისწინებს.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტი  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!