- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 100 პირი რჩება, ზუგდიდში 37.
ცენტრის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაცია 692-მა პირმა დაასრულა, ზუგდიდში 229 ადამიანმა.
კარანტინში რეგიონიდან იმყოფება 285 მოქალაქე, ზუგდიდიდან 114.