- 12-13-14 ივლისს, ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ მეექვსედ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, პროზაიკოსები, მთარგმნელები, კინომცოდნეები, რეჟისორები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, “F5“ უკვე 5 წელია იმართება და მისი მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს: პოეზიის საღამოებს, ავტორებთან შეხვედრებს, წიგნის პრეზენტაციებს, პანელ-დისკუსიებს.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.
ფესტივალის ორგანიზატორები: ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.