ზუგდიდში, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა


  • ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ავტოპარკის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ.

,,ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენ სრულად განვაახლეთ ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი და მუნიციპალიტეტს   ახალი, 40 ერთეული ავტობუსი ემსახურება,  დასასრულს უახლოვდება ავტოპარკის მშენებლობაც. ჩვენთვის, ჩვენი მოქალაქეების კომფორტული და უსაფრთხო  მგზავრობა პრიორიტეტულია“-განაცხადა  კონსტანტინე კაკავამ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ აღნიშნა, მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდა. განახლდა ავტოპარკი, მოწესრიგდა და დაინერგა გადახდის ელექტრონული სისტემა, მოწესრიგდა მძღოლთა შრომისანაზღაურების სისტემა და ეს ყველაფერი მოსახლეობისთვის მუნიციპალური ტრანსპორტისადმი ხელმისაწვდომისა  და მიწოდებული  სერვისის ხარისხის  გაზრდას ისახავს მიზნად.

ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.

ზუგდიდში სრულად განახლდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მოქმედებს გადახდის ელექტრონული სისტემა.

ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით.მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები.

ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათით  სარგებლობენ:

  • მოსწავლეები;
  • სტუდენტები;
  • უფასო სასადილოს ბენეფიციარები;
  • პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
  • საპატიო ზუგდიდელები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!