ზუგდიდში “ეჩივმენტ ჰაბი” გაიხსნა


“ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“ ზუგდიდში ბიზნესის და მეწარმეობის სწავლების ახალგაზრდული ტრენინგ ცენტრი „ეჩვიმენტ ჰაბი“ გახსნა. ცენტრი დაინტერესებულ ახალგაზრდებს დაეხმარება უნარ-ჩვევების განვითარებაში, გუნდურ მუშაობაში, გადაწყვეტილების მიღებაში, პრობლემის გადაჭრაში, არჩევანის გაკეთებაში, დაგეგმვაში, მართვაში და სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნებაში.ტრენინგ ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გეგეშიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი ძირითადი მიზანია ახალგაზრდებს გამოუმუშავონ სამი ძირითადი უნარი: მეწარმეობა, დასაქმებისთვის მზაობა და ფინანსური წიგნიერება. „ ყველა ახალგაზრდას აქ ექნება შესაძლებლობა, დაგეგმოს თავისი კარიერა, მიიღოს მაღალკვალიფიციური კონსულტაციები, გაიარონ სხვადასხვა ტრენინგები.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=IBkUExE4ebg[/embedyt]

ცენტრმა სპეციალურად გადაამზადა 30-ზე მეტი მოზარდი, რომლებსაც დღევანდელ შეხვედრაზე გადაეცათ კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!