- დღეს, ზუგდიდის სკეიტ პარკში პროექტი “ეთნოცენტრი – ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა.
პროექტის განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიცირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხდება.