ზუგდიდში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატი გიგი უგულავა იქნება


  • დღეს, “ევროპულმა საქართველომ” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, ზუგდიდში მაჟორიტარად გიგი უგულავა კენჭს იყრის.

“მე ვაპირებ თქვენი მხარდაჭერით ზუგდიდში ვიყარო კენჭი. ზუგდიდი არის ქალაქი და რაიონი, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის, აწმყო წარსული და საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს, ჩვენი ქვეყნის მომავალი, ზუგდიდი არის ადგილი სადაც ყველაზე მეტად უჭირთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ზუგდიდმა გამოიარა ყველაზე მძიმე დღეები დამოუკიდებლობის  დღიდან. ზუგდიდმა უმასპინძლა და მიიღო ყველაზე მეტი დევნილი აფხაზედითიდან, ჩვენ ყოველდღიურად ენგურს გადაღმა ვუყურებთ ჩვენი მოქალაქეების ტკივილს და ოკუპაციის ცოდვას და სწორედ ამიტომ მივიღე მე ეს გადაწყვეტილება, ზუგდიდში იქნება ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელსაც ივანიშვილი გამართავს თავისი დამპალი ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ზუგდიდი არ იმსახურებს იმ აღვირახსნილ კორუფციას, ზუგდიდი არ იმსახურებს კვლავ აღორძინებულ კონტრაბანდას, აღორძინებულ კრიმინალს, შეხმატკბილებულს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ზუგდიდი არ იმსახურებს იმ ჭაობს, რომელიც ივანიშვილმა და მისმა ხალხმა მოუწყო ამ ყველაზე ისტორიულად და ჩვენს წინაშე ყველაზე მეტად დაჩაგრულ რაიონს. ზუგდიდი არის სიმბოლო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და სწორედ ამიტომ, მივიღე ეს გადაწყვეტილება და ზუგდიდელებთან ერთად, ზუგდიდში დავამარცხო ივანიშვილის რეჟიმი”, -განაცხადა გიგი უგულავამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!