- ზუგდიდში, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩიქოვანის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.
კეთილმოეწყობა ჩიქოვანის ქუჩაზე N40, N40/2, N36 და N38-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები.
სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს გიგა მელიასთან და ეგრისის მაჟორიტარ დეპუტატ დავით გახარიასთან ერთად გაეცნო.
,,ჩიქოვანის ქუჩაზე ოთხი ეზოს კეთილმოწყობა დავიწყეთ, რომლის ღირებულება 400 000 ლარზე მეტია. ვგეგმავთ აღნიშნული უბნის სრულ რეაბილიტაციას. უკვე აღდგა საავტომობილო გზები, დაგეგმილია დარჩენილი ეზოების კეთილმოწყობაც, რაც სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას შექმნის აღნიშნულ უბანში“- განაცხადა გიორგი შენგელიამ.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.