ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 7 კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინა იძულებით გადაადგილებულ 1 747 ოჯახს გადაეცემა.

უწყების ცნობით, მშენებლობის დასრულება 2027 წელს იგეგმება და მისი ღირებულება 191 012 850 ლარს შეადგენს. სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი – სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს.

ინფორმაციისთვის: იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები, ზუგდიდის პარალელურად, კიდევ 3 ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში შენდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!