ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ


  • ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში კარავია მოწყობილი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 4 პირი: ქეთევან ინალიშვილი, ჯემალ ბაძაღუა, ინეზა კვანტალიანი და ნანული ბენია მეთერთმეტე დღეა შიმშილობს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ 63 წლის ქეთევან ინალიშვილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

დევნილები “ზუგდიდელებთან” ამბობენ, რომ წლებია ახალი ბინის მოლოდინში ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში ცხოვრობენ.

ქეთევან ინალიშვილი: “ზუგდიდის ყოფილ რაიონულ საავადმყოფოში რვა ოჯახი ცხოვრობს. გაუსაძლის პირობებში ვიმყოფებით. შენობას აწვიმს. წლებია ჩვენს კუთვნილ ბინას ველოდებით, მაგრამ არ დაგვადგა საშველი. საკმარისი ქულები გვქონდა, მაგრამ მაინც არ მოგვცეს ბინები. შიმშილობას გავაგრძლებთ, სხვა არანაირი გზა არ დაგვრჩენია. მეთერთმეტე დღეა აქ ვართ და ჩვენი ამბის გასაგებად დევნილთა სამინისტროდან არავინ არ მოსულა. შიმშილობის პირველი დღიდან ჩვენთან იმყოფება ბატონი თენგიზ ჯგუშია. ჩვენს სანახავად იყვნენ მოსულები, ქალბატონი ანა წითლიძე და ბატონი თაზო ფაცაცია. ბატონმა თაზომ გვითხრა, თქვენს ამბავს შევისწავლიო. ასევე, ჩვენს სანახავად იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის და სახალხო დამცველის წარმომადგენლები”.

ნანული ბენია ამბობს, რომ ამ შენობაში 29 წელია ცხოვრობს. “დევნილობის საშინელი წლები გამოვიარეთ. ამორტიზირებულ შენობაში ვცხოვრობთ. სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნაც გვაქვს, რომ შენობა საცხოვრებლად უვარგისია. სანამ ბინებით არ დაგვაკმაყოფილებენ, ჩვენ ბოლომდე აქ ვიქნებით, არსად წასვლას არ ვაპირებთ”.

მოშიმშილე დევნილები ამბობენ, ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ და უკანონობას არ შეეგუებიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!