- 7 ივლისს, 11:00-დან 13:00-მდე ზუგდიდი მოლში “დასაქმების ახალგაზრდული ფორუმი” გაიმართება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს 17-დან 29 წლამდე, (სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს).
ჩატარდება პანელური სესია თემაზე: ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.
“ფორუმზე საქართველოში მოქმედი კომპანიები შემოგთავაზებენ სამუშაო ადგილებს და სტაჟირების პროგრამებს. ასევე, მოქალაქეებს გაგაცნობენ ინფორმაციას მათ ორგანიზაციაში არსებული სტანდარტების შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ, უკეთ დაგეგმოთ თქვენი კარიერა; ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე კომპანია.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
ფორუმი ორგანიზებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ახალგაზრდული სათათბიროსა და ზუგდიდი მოლის მიერ.