- თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას“, „შეწყდეს გამოსახლება“, „დასრულდეს შერჩევითი სასამართლო“, – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით დღეს, ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან გამოსახლების საქმეზე დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მინაწილეებმა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.
“ჩვენ ვთვლით, რომ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ადგილი ციხეში არ არის. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არის შერჩევითი სამართალი. არსებობს უამრავი ქეისი იმის, რომ მკვლელობაში და ძალადობაში ბრალდებულები დღეს არიან გარეთ იმის გამო, რომ არიან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები. გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, რომლებიც იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჩაგრულთა მხარეს იყვნენ და მორჩეს ამ ქვეყანაში გამოსახლებები უკანასკნელი საცხოვრისიდან. პროტესტის ამ ფორმას მიმართეს ამის გამო, რომ ცდილობდნენ ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანათ, რადგან იქ იყო პოლიციის მხრიდან გაზის გაშვების საშიშროება. ამის კადრები არსებობს და პროკურატურამ მოითხოვა მათი ორთვიანი პატიმრობა. ჩვენი მიზანი, ჩვენი ვალი არის ის, რომ გიორგი და კაკო გათავისუფლდნენ.”-განაცხადა ჟურნალისტებთან აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა ლაშხიამ.