ზუგდიდში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დასრულდა


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დასრულდა. მომდევნო ეტაპი, შემოსული განაცხადების, კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე სააგენტოს დირექტორმა საექსპერტო ჯგუფის წარმომადგენლების წინადადებებიც მოისმინა და საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესში კიდევ უფრო მეტი ჩართულობა შესთავაზა.

საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!