- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმი გამართეს.
ფორუმის მიზანი რეგიონში ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაციაა.
ფორუმის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სექტორთშორის დიალოგს.
ფორუმს ახალგაზრდებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების, ახალგაზრდული სააგენტოს, აფხაზეთის მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.