- დღეს, ზუგდიდის სკეიტ პარკში, 18:30 წთ-ზე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
“მედიკამენტი Vozoritide უკვე ლიცენზირებულია და ხელმისაწვდომია 20-ზე მეტი ქვეყნის ბავშვებისათვის. მედიკამენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია “აქონდროპლაზიის” სინდრომის მქონე ბავშვებისთვის და მის მიღებას მხოლოდ 14-16 წლის ასაკამდე აქვს შედეგი. ამიტომაც მათთვის ყოველი წუთი და დღე წამლის გარეშე, დაკარგულია.
გთხოვთ შემოგვიერთდეთ პროტესტში 25 აპრილს, 18:30 საათზე”.-აღნიშნულია აღნიშნულია აქციის ანონსში.