- ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებზე 46.88% იყო.
ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებული 120 837 მოქალაქიდან 56 643-მა მოქალაქემ.
დღეს, 19 მაისს, ზუგდიდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საოლქო კომისიის ინფორმაციით, ყველა, 107-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და საღამოს 20:00-ზე დაიხურა.