- დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში “ათასი მშობლის მარშის” აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს. გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა. დადგეს იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმეს იძიებდა.
აქცია “ათასი მშობლის მარში” პარალელურად, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართა.