ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს


  • ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და  სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მემორიალთან  საპატიო ყარაულს  საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე და მეექვსე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები წარმოადგენდნენ.

,,ზუგდიდიდან პატივს მივაგებთ 2008 წლის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას, ჩვენი ქალაქიდან ომს  4  ახალგაზრდა ჯარისკაცი შეეწირა.  ზოგადად, 2008 წლის მოვლენები არის ერთ-ერთი ტრაგიკული ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, რომელსაც შეეწირა ასეულობით როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირი. ეს მოვლენები გვიჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა,  ყველა უნდა ვეცადოთ, რომ არ დაირღვეს მშვიდობა და მსგავსი არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და მადლობას ვუხდი თავგანწირვისთვის”- აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

აგვისტოს ომს ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან 4 კაპრალის ბადრი ბერანძის, დავით ჯიქიას, სერგეი გოროზიასა და კობა სერგიას სიცოცხლე შეეწირა.

ზუგდიდის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ,  2008 წლის აგვისტოს ომში   დაღუპულთა ოჯახებს, ზუგდიდის   მერია, წელიწადში ერთხელ 1000  ლარს ურიცხავს.

დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბადრი ბერანძის საფლავზე იმყოფებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!