- თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა.
ტრაგედიას ზუგდიდელი მარიამ ქუთელიას სიცოცხლე ემსხვერპლა.
ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, მარიამ ქუთელიას საფლავზე იმყოფებოდა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.