ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანლის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით, წელს მეთორმეტე კლასს ქალაქისა და მუნიციპალიტეტში მცხოვრები 989 მოსწავლე ამთავრებს. მათთვის ზოგიერთ სკოლაში უკვე დაირეკა ბოლო ზარი.
რესურსცენტრის ხელმძღვანლის განმარტებით, ხვალ სკოლებში საატესტაციო გამოცდების პრეტესტი იწყება. „მინდა სკოლის თითოეულკურსდამთავრებულს მივულოცო სკოლის დამთავრება. სკოლის დამთავრებით ისინი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ და მინდა მათ წარმატებები, წინსვლა ვუსურვო.