- ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდასაჭერად 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი გადაეცა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2 მიკროავტობუსი უკვე ადგილზეა, მესამე კი მუნიციპალიტეტს სექტემბერში გადაეცემა.
მიკროავტობუსები მერიას, აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერმა მაიორ დანიელ სეკულამ და ჰუმანიტარული პროგრამის მენეჯერმა თამარ რურუამ გადასცეს.
პროექტის ღირებულება 207 000 დოლარია და მისი მიზანი შშმ პირებისთვის სერვისების გაუმჯობესებაა.