ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა ფრაქცია “კონსერვატორები”, რომლის თავმჯდომარე დეპუტატი დაზმირ ძიმცეიშვილი იქნება, ხოლო ფრაქციის წევრები: დავით გახარია და კონსტანტინე კაკავა.ფრაქციის შექმნის შესახებ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, კოლეგებს, დეპუტატმა სანდრო სორდიამ გააცნო.