“ზუგდიდობა-2016”-ზუგდიდელების წინასაარჩევნო დღესასწაული?


იმ არაერთ რესპონდენტს შორის, ვისაც “ზუგდიდელები” დაუკავშირდა “ზუგდიდობაზე” სასაუბროდ, ერთადერთი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა აღმოჩნდა.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=XTk2tNCgn9Q[/embedyt] წელს, პირველად, 10 სექტემბერს, „ზუგდიდობა“ აღინიშნება.  მერიის კულტურის სამსახურმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი სხვადასხვა შინაარსის მომსახურების შესყიდვაზე უკვე გამოაცხადა.

ტენდერია გამოცხადებულია ექვსი მედალის შეძენაზე. საკონცერტო სცენის გადახურვა- მოწყობა-გახმოვანებაზე, საზეიმო ფეირვერკებისთვის, საზეიმო ვახშმისათვის, ჩარჩოებისათვის, ბანერებისათვის, აფიშებისათვის, მაგრამ ჯერჯერობით, უცნობია კულტურული ღონისძიებების შინაარსი, მასშტაბები, ფორმა, სტუმრების და რაც მთავარია,  საპატიო ზუგდიდელების ვინაობა, ყოველ შემთხვევაში, უცნობია მედიისათვის, რადგან მერიაში ამბობენ, რომ ღონისძიებისათვის საგანგებოდ შექმნილ კომისიას ხელმძღვანელობს ქალაქის მერი, რომელიც შვებულებაში იმყოფება, არადა, ინფორმაციამ  “ზუგდიდობის” შესახებ, უკვე დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   
ჯერ კიდევ 2014 წლის ივნისში,  საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, საკრებულოს წევრებს დაურიგდათ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის დოკუმენტი, რომელიც მერიას და მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის უნდა გაფორმებულიყო “ზუგდიდობის” ჩასატარებლად. 

როგორც საკრებულოს მაშინდელმა   თავმჯდომარემ განაცხადა მედიასთან: “ამ დოკუმენტში აღსრულების ბერკეტები არ არის ჩადებული. ეს არის უბრალოდ ურთიერთანამშრომლობის დოკუმენტი. მე მექნებოდა წინადადება, ჩვენ უკვე დავიწყოთ მუშაობა იმ ჯგუფზე, რომელიც „ზუგდიდობის“ დღესასწაულის მომზადების საკითხებში ჩაერთვება. ვფიქრობ, ამ ჯგუფში უნდა აისახოს არამხოლოდ საკრებულო, არამედ სამოქალაქო, არასამთავრობო, სასულიერო წრეებიც. ანალოგიურ საკითხს დააყენებს რაიონიც და ერთობლივად დაიწყებს მუშაობას ეს კომისია. დრო არც თუ ისე ბევრი გვაქვს. კარგი იქნება, თუ ამ ღონისძიებას ჩვენ ჩავატარებთ ოქტომბრის თქვეში. კომისია იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საპატიო ზუგდიდელის წოდება. ასევე იგეგმება ვარსკვლავის გახსნა ღვაწლმოსილი ზუგდიდელებისთვის“. მიუხედავად ასეთი პათოსისა, “ზუგდიდობის” ჩატარება, როგორც ჩანს, მხოლოდ წელს, ზედ საპარლამენტო არჩევნების წინ არის შესაძლებელი.

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!