- ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, 15:00–ის მონაცემებით, ზუგდიდის საუბნო კომისიებში ხმა მისცა 39 678-მა ამომრჩეველმა, რაც პროცენტულად შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 32,84%-ს.
დღეს,19 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იმართება მერის რიგგარეშე არჩევნები. ახალი მერის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2017 წლის ოქტომბერში არჩეული მერი ლაშა გოგია ქრთამის აღებისთვის დააკავეს.