ზუგდიდი – ჰონგ-კონგი „ონლაინ ტურნე“ ჭადრაკში


ზუგდიდი (საქართველო) – ჰონგ-კონგი (ჩინეთი) 2018 წლის 4 აგვისტოს ზუგდიდის საჭადრაკო სკოლამ პროგრამის „ონლაინ ტურნე“-ს ფარგლებში ინტერნეტით მორიგი მატჩი გამართა. ამჯერად საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკეებმა თავიანთი შესაძლებლობები ჰონგ-კონგის საჭადრაკო სკოლის კოლეგებთან გამოსცადეს. ზუგდიდელ მოჭადრაკეებს რესტორანმა „რომანტიკა“-მ უმასპინძლა და მათთვის მყუდრო გარემო შექმნა. თითოეული გუნდი 7 – 7 მონაწილით იყო დაკომპლექტემბული. შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად მოთამაშეების განკარგულებაში 25 წუთი იყო ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით. მატჩი ზუგდიდელი მოჭადრაკეების სასარგებლოდ 4 – 3 დასრულდა. ღონისძიება თბილისის დროით 11:00 საათზე, ხოლო ჰონგ-კონგის დროით – 15:00 საათზე დაიწყო. მოეწყო პირდაპირი ვიდეო ტრანსლაცია „იუთუბის“ და „ფეისბუქის“ გვერდებზე, რომელმაც ჩვენს ქალაქებს შორის დიდ მანძილზე გავლებული წარმოსახვითი ხაზი გააცოცხლა.

5555

საჭადრაკო პარტიები გათამაშდა საიტზე: www.lichess.org და გულშემატკივრებს ონლაინ რეჟიმში მიეცათ შესაძლებლობა თვალი მიედევნებინათ ასპარეზობისთვის. ზუგდიდელებს, მატჩის დასრულების შემდეგ, მონაწილეობის მიღებისთვის სერთიფიკატები გადაეცათ. აღნიშნულმა მატჩმა დაუვიწყარი განცდა შეუქმნა მოზარდ მოჭადრაკეებს და ვიმედოვნებთ, რომ ტრადიციად იქცევა და დასაბამს დაუდებს ჩვენს მეგობრობას! 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!