- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 63-ე კმ-ზე (სოფ. ციცხვარი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.
ინფორმაციისთვის: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 63-ე კმ-ზე (სოფ. ციცხვარი) მიწის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
