ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება


  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 68-ე კმ-ზე მდინარე ენგურზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, 2025 წლის 29 და 30 ნოემბერს 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე აღნიშნულ ხიდზე დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება დროებით შემოსავლელ გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!