- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 166-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ინფორმაციისთვის: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 166-ე კმ-ზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსული იყო მიწის მასა, რის გამოც დროებით იზღუდებოდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.