- უამინდობამ პრობლემები შექმნა ზუგდიდი- წალენჯიხის დამაკავშირებელ გზაზე.
სტიქიამ ხეები ფესვიანად მოგლიჯა, რის გამოც, ჩაიხერგა ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა,სადაც მოძრაობა ორივე მხრიდან აკრძალულია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფირმაციით , დატბორილია ქალაქ წალენჯიხისა და ჯვარის ცენტრალური ქუჩები.
ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, რიგ ადგილებში ჩამოწვა მეწყერი, დატბორილია საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მერის მოადგილეები ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას.