ზუგდიდი “ღვინის დღეებს” მასპინძლობს


  • ამ წუთებში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ფესტივალი “ღვინის დღეები” მიმდინარეობს.

ღონისძიებები ზუგდიდში 2 საათიდან დაიწყო.

კონცერტამდე ღვინის დღეების ფარგლებში ადგილობრივი ღვინის, ყველის, თაფლის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, ღონისძიებაზე ცალკე სივრცე დაეთმო ბავშვებისთვის შემეცნებით აქტივობებს. ჩატარდა კულინარიის მასტერკლასები, სომელიეების სესიები, კერამიკაზე ხატვა, ვაზის დარგვა ქოთნებში, შტამპების დამზადება ღვინის ბოთლის საცობებით, ღვინის ეტიკეტების შექმნა.

დღის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალური ნომრები შესრულდა. საღამოს კი გალა კონცერტი გაიმართება. გალა კონცერტზე დავით ევგენიძე და ბენდი იმღერებენ,
სპეციალური მოწვევით მაყურებლის წინაშე წარსდგება იტალიელი მომღერალი კიარა ჩიველო.

საქართველოს მასშტაბით, ღვინის დღეები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!