- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდი-ნაწულუკუს გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 780 000 ლარს შეადგენს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ზუგდიდში ჯამში 40 კილომეტრზე მეტი საგზო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.