ზუგდიდი, მშობლიური სოფელი ჩხორია, უკანასკნელ გზაზე აცილებს მურმან შეროზიას


  • ზუგდიდი, მშობლიური სოფელი ჩხორია, უკანასკნელ გზაზე აცილებს, ქვეყნისა და ერის წინაშე ვალმოხდილ კაცს, ღირსეულ პიროვნებას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის, ” ჩხორიის სამოყვარულო თეატრის მენეჯერს – ბატონ მურმან შეროზიას.

მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ხელოვნებასა და კულტურის სფეროს, სცენას უკავშირდება.
თითქმის, ნახევარი საუკუნე, ერთგულებითა და სიყვარულით, ზნეობითა და პასუხისმგებლობით ზიდა სამშობლოს რიგითი მეციხოვნის მძიმე ჭაპანი, რუდუნებით აკეთა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე და სახელიანი შეუერთდა მარადისობას…
განა ცოტაა უკვდავებისთვის, ერთი კაცისთვის? – ჩხორიის სოფლის კლუბში, წლების წინ დაფუძნებული სცენისმოყვარულთა წრე, ჩხორიის სამოყვარულო თეატრად აქცია…
თეატრი იყო მისი სახლი, სიყვარული , ოჯახი…
როცა ქვეყანას უჭირდა და სამოქალაქო ომი მძინვარებდა, როცა ირგვლივ ყველაფერი პარტახდებოდა, ბატონი მურმანი ჩხორიის კულტურის სახლში ( რომლის დირექტორიც ის გახლდათ, დაარსებიდან) აღამებდა და ათენებდა..
სახლიდან გამოჰქონდა ნივთები და იქ მიჰქონდა სპექტაკლების დეკორაციისთვის, სცენისთვის … სულს უბერავდა კულტურის კერას- ოღონდ გადარჩენილიყო, ოღონდ ესუნთქა…
ბატონმა მურმანმა შესანიშნავი ოჯახი დატოვა და … დაუტოვა სოფელს, ოჯახზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ: დიდი საგანძური – სამოყვარულო თეატრი.
ნათელში იყოს ღირსეული ადამიანი…
ზუგდიდი არასოდეს დაივიწყებს მის ღვაწლსა და სახელს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!