- 26-30 ივნისს, ზუგდიდი რიგით მე-7 ფესტივალს “არტ- კოლხი” უმასპინძლებს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ შემსრულებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ზუგდიდს უკვე ესტუმრნენ ლიეტუას, პოლონეთის, ფინეთის, ყაზახეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, სომხეთის, ირანის წარმომადგენლები.
ფესტივალ-კონკურსი 2015 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია კულტურისა და ხელოვნების გზით ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ტურიზმის პოპულარიზაცია.
26 ივნისს, 16:30- ზე ჩატარდება აღლუმი ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე. 18:00 საათზე კი ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნება დადიანების სამუზეუმო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ფესტივალ-კონკურსის დამფუძვნებელია ნინო მამფორია და სამხატვრო ხელმძღვანელი რომეო ბულია.