- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 178-ე კმ-ის მონაკვეთზე (კალა-უშგული) ჩამოიშალა გზის მარცხენა ზედა ფერდი. ქვისცვენა ამჟამადაც გრძელდება და მოძრაობა ჩაკეტილია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის.
უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. სტიქიური მოვლენების დასტაბილურებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები.