ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სტიქიისგან დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს


  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სტიქიისგან დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, რეაბილიტაცია უტარდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 41-ე, 53-ე; 67-ე, 68-ე; 70-ე და 76-ე კილომეტრებს. საერთო ჯამში, სამუშაოები მიმდინარეობს 1.2 კმ-ზე

“დაზიანებულ მონაკვეთებზე, გზის მიწის ვაკისისა და სავალი ნაწილის სიგანე, გზის სამოსის ტიპი და მოძრაობის უსაფრთხოების პირობები ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებსა და ნორმებს.

გზის მონაკვეთებზე ტარდება: არსებული რკინა-ბეტონის მილების და მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების, ქვედა საყრდენი კედლების და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და სარეაბილიტაციო მონაკვეთის ლითონის ძელებით შემოღობვა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6,9 მილიონი ლარით ფინანსდება.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52 კმ-ზე, ასევე მიმდინარეობს მინარე ხუბურზე არსებული 19.9 მ-ის სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. ეწყობა ბეტონის შემასწორებელი ფენა, სადეფორმაციო ნაკერები და ჰიდროიზოლაცია, ხიდის სავალ ნაწილზე და ტროტუარებზე კი – ასფალტის საფარი. ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, ხიდთან მისასვლელებზე კი ზღუდარები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 670 ათას ლარამდე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!