- დღეს, ზუგდიდი – ანაკლიის ცენტრალური გზის დარჩელის მონაკვეთზე მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები, საძოვრებად გამოყენებული მიწის გასხვისებას აპროტესტებდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვდნენ.
შეკრებილებმა საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.