ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა – ჩვენც გვტკივა


  • ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სოციალურ ქსელში წერს, გმობს ძალადობას და მხარს უჭერს სტუდენტურ მოძრაობებს.

“ჩვენც გვტკივა… სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ვგმობთ ძალადობას, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და, რაც მთავარია, ვდგავართ სტუდენტური მოძრაობების მხარდამხარ.

დიახ, ჩვენც გვტკივა… მოსწავლეები თანატოლებზე თავდასხმებს აუღელვებლად ვერ ვუყურებთ. ხმის ამოღებას ვირჩევთ და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებთ. ძალადობას გამართლება არ აქვს! იგი არღვევს ადამიანისთვის კანონით მინიჭებულ უფლებებს.

ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ამ დიდი ოჯახის წევრი! იგი ღირსია ევროპულ სახელმწიფოთა მხარდამხარ გაცისკროვნდეს…

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ანანო სტეფანია.“-ნათქვამია განცახდებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!