დღეს, ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის 150 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების თანაორგანოზატორი იყო რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებული და იუბილარი გახლავთ.
მიხეილ ხუბუტიამ სკოლის წარჩინებულ კუსდამთავრებულებს აიფონები, ხოლო სკოლის პედაგოგებს და დირექტორს ლეპტოპები გადასცა საჩუქრად, თავად მიხეილ ხუბუტია საპატიო კურსდამთავრებულის სიგელით დააჯილდოვეს. საპატიო სიგელი გადასცეს ქალაქის ვიცე მერს გია გულორდავას, ყოფილი დირექტორების ლუიზა ციმინტიას ვაჟს ლავრენტი კემულარიას, მედეა ქარდავას ქალიშვილს და მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორს ნათია ხუფაცარიას, კურსდამთავრებულების გადაწყვეტილებით, საპატიო კურსდამთავრებულის სიგელი გადაეცა თავად მეხეილ ხუბუტიას. მას ასევე გადასცეს ოჯახის მფარველი ხატი. შემდეგ, მასპინძლებს და სტუმრებს მიესალმა თავად მიხეილ ხუბუტია. მან სტუმრებს განუცხადა, რომ “ქალაქის ხელმძღვანელობამ გაჩუქათ ხუბულავას ქუჩაზე ერთი ჰექტარი მიწა, მე კი აგიშენებთ ხუბულავას ქუჩაზე საცურაო აუზს ოლიმპიური სტანდარტებით, როგორც კი გადმოგვცემენ ამ მიწას ერთ წელიწადში შეგიძლიათ იქ იცურაოთ”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Y8XulGtVd2E[/embedyt]
ღონისძიების ბოლოს, გაიმართა კონცერტი ქართველი მომღერლების შესრულებით.