- დღეს, ზუგდიდის #1 საბავშვო ბაღში შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აღსაზრდელებმა ახალი წლის ზეიმზე სიმღერები წარმოადგინეს და სხვადასხვა საინტერესო ნომერი შეასრულეს. ყველა აღსაზრდელს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა.
დღევანდელ ღონისძიებას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, სხვა სამღვდელო პირებთან ერთად ესწრებოდა. მეუფემ პატარები დალოცა და საჩუქრად ხატები გადასცა.
#1 საბავშვო ბაღის გამგემ ხათუნა გულორდავამ, სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა პედაგოგებს, აღსაზრდელებს და მათ მშობლებს.