- დღეს, ზუგდიდის №1 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა.
საბავშვო ბაღის გახსნას განსაკუთრებული ემოციებით ბაღის აღსაზრდელები, აღმზრდელები და აღსაზრდელთა მშობლები შეხვდნენ. სხვადასხვა აქტივობაში მათმა ჩართულობამ განსაკუთრებული ელფერი შემატა საზეიმო განწყობას.
ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, “ბედნიერი და ძალიან გახარებული ვარ. კიდევ ერთი რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა გავხსენით. ყველა ჩართულ მხარეს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ დიდი, საშვილიშვილო საქმის წარმატებით განხორციელებისათვის”.
მზევი ჯოჯუა, DRC-ის დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერი: “ლტოლვილთა დანიის საბჭო (ლდს) საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროექტს “ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, რომელშიც ლდს ჩართულია, როგორც აღმასრულებელი სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, როგორც გრანტის მიმღები და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი KfW, დამფინანსებელი სააგენტო. 2020-2022 წლებში პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების ერთი საბავშვო ბაღი ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლების სიახლოვეს, და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა #1 საბავშვო ბაღს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ლტოლვილთა დანიის საბჭო მუშაობს სკოლამდელი განათლების სექტორში, რომ გაზარდოს სკოლამდელ განათლებაზე, როგორც იძულებით გადაადგილებული, ასევე ადგილობრივი თემების ხელმისაწვდომობა და ამით ხელი შეუწყოს დევნილთა ინტეგრაციას”.
სააბავშვო ბაღის ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან, ღირშესანიშნავ დღეს, ბაღის ეზოში სომბოლურად, ნერგი დაირგო.
საზეიმო გახსნას ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, ადგილობრივი თვითმმართველობის, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებთან, დონორი ორგანიზაციის “დანიის ლტოლვილთა საბჭო” ( DRC) წარმომადგენლებთან ერთად, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია ესწრებოდა.
ინფორმაციისთვის; საბავშო ბაღის რეაბილიტაცია, გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.