- ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი სახელწოდებით ,,ფურინჯი“ გამართა.
სპექტაკლი, ერთი სევდიანი თოჯინისა და მსახიობების საშუალებით გვიყვება ამბავს სიყვარულზე, ჰუმანურობასა და ურთიერთპატივისცემაზე, რომლის მეორე მხარეს დგას ომი და ომის დაუნდობელი სისასტიკე. სამი პერსონაჟის ცხოვრება აფხაზეთის ომამდე, ომის შემდგომ ცხოვრებაზე და მშვიდობის აუცილებლობაზე.
ფოტო: ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი