- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ შვიდ რეგიონულ უნივერსიტეტს შორის, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის “მომავალი მასწავლებლის” სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. ეს პროგრამა მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და წარმატებული სტუდენტების ფინანსურ წახალისებას.
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ეკატერინე ანთია: “შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სახელით, უდიდეს მადლობას ვუხდით გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს განათლების სფეროში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და ჩვენი სტუდენტების თანადგომისთვის. ფონდის მიერ მხარდაჭერილი მომავალი თაობა, თავისი ცოდნითა და პროფესიონალიზმით, უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარების საქმეში”.
